მარაბდის ომი (ამბავი მეველე “ლაზარესი”)

21 Mar

ქართველნო! გესმიით! გიამბობთ!
ამბავსა მწუხრად ნადებსა,
უფლის გზა გავიზიაროთ
სული მოვფინოთ ნათელსა.

თასით ვადიდოთ უფალი!
ვაჟკაცთ სულსაც რომ ჰფარავდა,
სიკვდილით “გარდაუვალი”
მოიფინება მარაბდა.

ისმინოს! ვისაც ყური-აქვს
ცოდნას გაუხსნას გული
კეთილით სძლიოს შურიანს
ხმლად მოიმარჯვოს ენა-ქართული!

ჰპოვოს მედგრობის და სათნოების
მადლით მორთული მიზანი
ხორცის დიდებას ვინც არ მოელის
ერ-მაცხოვარიც ის არის!

ჰყვება ამ ამბავს მეველე გლეხი,
სახელი მისი ჰგვანებს “ლაზარეს”
“არ შეაშინებს ქართველს ქვემეხი”
“არ დაუჩოქებს სიკდილს საზარელს”

ლაზარე არის ქართული სული
ოდეთგან ყოფილ წერილის არსი
გახსოვდეთ ჩვენი წმინდა წარსული
იბერთა მოდგმა და “შინაარსი”

*** ნაწილი 2 (მტერი) ***

მოაკლდა ქარი მთა-მინდორ-ველებს
აწვა მთიბათვეს სიცხე და ხუთი.
დაუდგათ მძიმე წელი ქართველებს
ათას ექვსასი და ოცდა ხუთი.

მირკანის თვეში დამარცხებული
გაშმაგდა მტერის მეობა
ალგეთს მოადგა ყორჩიბაშ-ხანი
დრეკდა ველსა და ხეობას.

ფართოდ გაშალა მტერმა კარვები
მდინარის პირას ქედს მოაფარა
აააგო დაცვის გრძელი სანგრები
და ზარბაზნები გადმოაფარა

მდინარის ვიწრო-მოგრძო ნაპირი
ღულამებს გაუმაგრია,
მათ გვერდით თოფებ-ნაკიდი
დგას შაჰ-აბასის არმია.

ხუთას ითვლიდა არტილერია
გადაწვენილი ფლანგებს
ათი-ათასი მუშკეტერი და
მეთოფე უჯდა სანგრებს

იდგა ასევე, აქლემთა რაზმი
ღულამთა ორი ათასეული
სამი ათასი მეშვილდე სპარსი
გამოწვრთნილი და გადარჩეული

ბანაკი ველზე ჩამოესახლათ
დაობდნენ მზაკვრულ “გეგმაზე”
ყორჩიბას სურდა ჩამოესხათ და
დალოდებოდნენ ბეგლარბეგს

*** ნაწილი 3 (საქართველო) ***

უმალ გავარდა ხმა სამეფოში
მტერი მოადგა ქართლის ნაპირებს
სისხლ შეღებილი ქორალის დროშით
ოვერთა მთებზე ბოგინს აპირებს

გზად გადაგათელა ტყე და მიწები
სულ-აგებული დალეწა კარი
სამშობლო სულის, არდამიწების,
ერთიანობის,გუგუნებს ზარი

კიკეთის მთებში თვლემს მხედრიონი
მთიბათვის ბოლო რიჟრაჟი დგება
ივერთა ხუთი ბატალიონი
“ბრძოლის ყიჟინის” – ბილიკს ადგება

ოცი ათასი რჩეული ვაჟი
სამშობლო დედას აბარებს სინდისს
შეჰფიცავს უფალს – მარჯვენით ცაში
ან გამარჯვებას! ან მედგარ სიკვდილს!

ოფლით გაჟღენთილ ხეობის გზაზე
აცილებს შვილებს სამშობლო კალთა
ლოცვით გამოვლის კიკეთის მთაზე
ისმის გალობა ანგელოზ ქალთა.

ერთად დგას გლეხი და მოურავი
მეციხოვნეთა მედგარი რაზმი
ტაძრეულელი და ციხისთავი
მერანთ-მხედარნი, აბჯარ-ნაკაზმი

ძმა თევდორესი,მამაო ივერთ
საჭურვილ სხმულად – დანი, დედანი!
ამხედრებულან აზნავაკ იჩქერთ
ქრისტიანობის მცველი მხედარნი

იცავს სამშობლოს დიდი, პატარა
საუკუნებრივ საჭურვილს ისხავს
მოხუც,დიაც და ბავშთა ამარა
სამშობლო გლოვის სუდარას იცვამს

გულის სიმტკიცეს ულოცავს შვილებს
გორდას უქონავს მშობელი ხელნნი
თამარის დროშას ააფრიალებს
ცხრა-ძმა ვაჟკაცნი ხერხეულთ-ძენი!

დროშა არ დასცეთ მიწას შვილებო!
უფალს მიაპყრეთ ზე-აღმართული
ალგეთს, დაზრდილო ძეო გმირებო!
არ შეარცხვინოთ, სული ქართული

ყურძნის ნაჟურით დანამულ მიწებს
ეხახუნება ხმალი, აბჯარი
ღიღინ ღიღინით,უფალს ადიდებს,
მტერ მანგრეველი! ივერთა ჯარი:

“გვესმის ზეციდან ნიავი მშვიდად”
“რომ გვეგებება სულად ქართული”
“უფლის სიყვარულს მოვჭიმავთ მშვილდად!”
რწმენა აბჯრად გვაქვს შემოქარგული!”

“ამოდი მზეო , გაგვითბე გული!”
“დედაო ღვთისავ სამშობლო გვიხსენ!”
“შენთვის ლოცვა გვაქვს გადამალული!”
“და მივუყვებით გზას მარაბდისკენ”

—————

რიჟრაჟს მოადგა მკათათვის პირი
ცვარის ბურუსით აღელდა ველი
გაჰკვეთა ცისკრის ვიწრო ნაპირი
და შემოლეწა შიშის სარკმელი

შემოაფრინდა ალგეთის ველებს
ვით სანადიროდ მქროლავი ორბი
უმუზარადოდ მხედრობს ქართველებს
დევ-სააკაძე, დიდი, გიორგი!

დასჭექა შახის ყველა ქვემეხმა,
მეთოფეების ოთხმწკრივა ხაზმა
მიწა შეაკრთო ბრძოლის ქელეხმა
ტყვიის ნაკადმა, ველი გაფასრა

ტყვია ვერ დასცემს ქართულ სიმტკიცეს
ვერ გაატარებს მოჭედილ აბჯარს
სიმრავლე ნურას სჯობდეს სიმცირეს
როცა უფალი თან ახლავს ხანჯალს

შემოიფარეს მხედრებმა ფარი
შეუდრეკელად დაეცნენ სანგრებს
დაანაკუწეს მტერის აბჯარი
რისხვა მოჰგვარეს გატეხილ სარდლებს

წამოეწია მხედრებს ლაშქარიც
აღათანგ უძღვის ქართველთ იერიშს
ძვალ-მანგრეველი ელავს ლახვარი
ციციშვილისა და ჯანდიერის

ეკვეთა დრაკონს ლომი ქართული
გორდით გაუპო უღმერთო გული
დანგრეული და მიმოფანტული
დაეცა შავი დროშა სპარსული

რომ შემოადნა  სიცხე შუადღეს
შიში დაეტყო მტრის წინა ხაზებს
ჰკვეთავს “გიორგი” ლახტით შუა-მტერს
ხანჯლით უკაფავს კისერს თავკაცებს

აჰჰა! გაიქცა შახის არმია
კუდმობზეკილი ტყეს მოეფარა
ნაკრებ ნარჩევი ღულამთ გვარდია
ქართველთა რისხვას მიმოეყარა

თუმცაღ, მტერია ყორჩიბაშ-ხანი
შვენის მეომრის ვაჟკაცი გული
არ თმობს, არ მირბის ამდენიხანი
მზაკვრული სვლა აქვს გადანახული

და როცა, ცისკარს ესტუმრა ბინდი
ივერთ მარვენას დაეტყო დაღლა
დამხმარე ჯარის მოსჩანს რაინდი
“შახ გელდი”-ს მწარედ, კივის, ხმამაღლა

სულზედ მოუსწრო ყორჩიბაშს ცნობა
შემოწეული შახის ლაშქარი
გაუათმაგდა ბრძოლის მეობა
ტყიდან მოიხმო დაშლილი ჯარი

ეჰჰჰ, ვერ გაუძლო ქართულმა ხმალმა
ბეგლარბეგ ხანის გვიან მოსწრებას
მტერი გუგუნებს, კივის ხმამაღლა
ალყით აპირებს ბრძოლის მოგებას

თავს დასტრიალებს მინდორს სიკვდილი
ვაჟკაცთა სულებს ზეცას აბარარებს
არ დაივიწყებს ქართველი სინდისს
სიკვდილს სიმღერით გადაატარებს

სტვენს და ყიჟინებს ომის საყვირი
უღმერთოდ აპობს აბჯარს ისარი
არ ნებდებიან, ეს-გასაკვირი
ალგეთს დაზრდილნი ლეკვნი მგლისანი!

აგეერ! დასჭექავს დაჭრილი გლეხიც
ოდეთ დაწერილ სიტყვას, ლაზარესს:
“არ შეგვაშინებს ირგვლივ ქვემეხი”
“არრრ დავუჩოქებთ სიკვდილს საზარელს”

სისხლიან ნისლში, კვლავაც ფრიალებს
გორგასლიანი დროშა ქართული
ხერხეულიძე, ცხრა, დასტრიალებს
რომ აღასრულონ სიტყვა დათქმული

და გაიელვა დროშების ქარმა
მარაბდის ველზე დაჰკრა ზანზარი
სიკვდილს მოჰხვია ივერთა ჯარმა
სულისკეთების წმინდა ხანძარი

მძმედ დაჭრილნი სპარსის მახვილით
ალგეთს არ სთმობენ ბებერი მგელნი
სიკვდილს  ხვდებიან ღრმა შეძახილით
ჩოლოყაშვილნი და მაჩაბელნი.

წამს დაეწია წამი ტვყვიების
სისხლის ცრემლებით ტირის ბალახი
ტყვიამ მოუსწრო გადამთიელის
მატარებელსა, წმინდა ბავრაყის

ერთობ, არ შედრკა მედროშის გული
მომაკვდავ ტანში სული გამეფდა
ააფრიალა დროშა ქართული
და სალაღობო ჰანგზე ამღერდა

“არ გაიცვლება მერანი ხბოზე
სულს ვერ დაანგრევს უცნობი სიტყვა
თუკი ვიდგებით სადარაჯოზე
აგვისრულდება საერო მირქმა”

სადარაჯოსკენ მორბის ვაჟ-ქალი
დაჭრილ დევკაც ძმას, და ენაცვლება
კვლავაც უტეხად ღმუის ლაშქარი
“ან სიკვდილი და ან გამარჯვება”

….
უცებ სიმშვიდე ესტუმრა ბურუსს
წამით გაჩერდა ნიავის ქროლვა,
ალგეთის ლეკვებს, ოფლით დაფარულს
ყრუდ შემოესმათ ჩახმახთა თრთოლვა

შავი ღრუბელი მოსწყდა ნაპირებს
გამოჰყვა ტყვიის ნაკადსა…
ქართული მიწა, მომაკვდავ შვილებს
უმღერდა იავნანასა

დასტირის ცვარის ცრემლებით
ლოცვას უგალობს სიონი
ამაყობს არაგველებით
ბებერი კავკასიონი

ამაყობს ერის მეობით
მამაცი გულის ძგერით
სიმტკიცით და გამძლეობით
ენა-მამულის რწმენით.

—-

დღე გაქრა თვეში, თვე კიდევ წელში,
ასს მოემატა  ხუთი სათვალე
ზღაპრულად ლამაზ დაგრეხილ ხევში
კვლავაც ღიღინებს გლეხი ლაზარე

პური, ყაყაჩო,  სიმინდი,ქერი
კვლავ ეფინება მარაბდას უხვად
ვითარც ვაჟკაცთა სულის ნამქერი
სამარადისო გმირობის მწუხრად

დილას ჯეჯილის სუნი აღვიძებს
ქარიც სულმნათად თამაშობს, ანცად
და ხშირად ესმით მოგრძო ნაპირებს
სიმღერა, ერის  უცნობ ანდაზად:

სისხლით დავნამავთ მოფენილ ჯეჯილს
ალგეთს დავზვერავთ ქართლის დევებით
კვლავაც შევსწირავთ სისოცხლეს – კეთილს
მარაბდის ველზე განვესვენებით

კვლავაც იფეთქავს სული ამაყი
ხორუმს დასჭექავს “ერის-სიონი”
მარად გვედგმება ფეხზე ჩახმახი
რომ დავიფაროთ კავკასიონი

მადლით მოსხმული მტევანი ვაზის
ნუ ჰგეგონებათ უბრალო ხილად
ის ნაჟურია “აღათანგ ვაჟის”
ამოხეთქილი სულის ძახილად

აქ განისვენებს მუხრან ბატონიც
დურგალი სოსო,- ფალავანის-ძე
წუთსოფელის სულში გამტოლნი
მედროშე ცხრა ძმა ხერხეულიძე

—-

ესარს,  ამბავი ძველი მარაბდის
თუმცა აზრია ერის-“ყოველი”
ნათელს ვაკურთხოთ სული მარადის!
ლოცვით მოვფინოთ სვეტიცხოველი

თასით ვადიდოთ უფალი!
ვაჟკაცთ სულსაც რომ ჰფარავდა,
ერის სიმტკიცით, “გარდაუვალი”
რომ მოგვევლინა მარაბდა.

______

About these ads

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

%d bloggers like this: