მეტრო

23 May

როდის ჩადგება მღელვარე ქარი
როდის დამტოვებს ან როდის წავა
გვერდზე მდგომარე შველივით ქალი
გაჩერებაზე როდისღა ჩავა?

არა არ მინდა მე ღია კარი
არც უქარობა და არც გრიგალი
არ მინდა მშვიდი უტალღო წყალი
არც კედელი ან რკინის ჭის-კარი

მინდა რომ დარჩეს მღელვარედ – ქარი
ნურას დამტოვებს და ნუღარ  წავა
მაგრამ ჩემს გვერდზე შველივით ქალი
გაჩერებაზე როდისღა ჩავა?

… გავიდა დრო …

აზრმა იპოვნა სიმართლის კარი
ტალღაც მოვიდა… მერე წავიდა
ეს მშვენიერი, შველივით ქალიც
გაჩერებაზე აღარ ჩავიდა

წამატი

8 May

მწვანე ბურუსი აპირებს მოსვლას
ფიქრის გორაზე იღვიძებს დევი
მზე რომ უმზეოდ იწყებს ამოსვლას
გადაღლილი და ღამე ნათევი

-ნეტავ შენ გულით გინდოდე
-და ჩემს ალერში იწვოდე

მე ვიცი გინდა იცოდე როგორ
ან რანაირად ვხედავ და მესმის
იცი მწვანეა ფიქრები, ოღონდ
მათ არ შვენიათ რითმები ლექსის

-რატომ არ გინდა იცოდე
-მე რომ ოცნება გიწოდე?

არც ის იციან თუ რატომ, რისთვის
მოდის ფიქრების უცხო ნაკადი
მხოლოდ უაზრო ძიება რითმის
ბოლით დამწვარა მუზის ნაბადი

-ეხლა კი მინდა იცოდე
-მე შენ გზა გამოგიწოდე

ამიმწარდება კარდონის ტარიც
ლექსის ნაპასი მომიწვავს თითებს
ჩუმად ამოვა მზე და ცისკარიც
სიმღერას მოჰფენს უხილავ მზითვებს

-ნეტავ შენ მაშინ გინდოდი?
-როცა ჩემს გულში იწვოდი?

აზრი და სიტყვა

22 Mar

ნუ ვიხედებით სხვისა ჯიბეში
რაც ჩვენ მოგვეცა მასზე მეტია
აქ დევს ალმასი აზრთა სივრცეში
“ყველაფრის საწყისი სათავეშია”

სწორი აზრი სწორი ფიქრი
გაგიკვალავს სწორედ სულ-გზას
და ცხოვრების ჩანაფიქრი
გადაგისწრებს ამოსუნთქვას

სული სწრაფობს,გული ერქმის
უცნობია მიზნის არსი
ყოველივეს ოდეს შექმნილს
შობავს სიტყვა და ბალანსი

აქ დევს ჩვენი ძალის გორდა
ივერიის მიზნის თასი
ქვა როს ქვიდან გადაგორდა
გამოჩნდებ სიტყვის ფასი

ადრეც ითქვა კვლავაც ვამბობ
სიტყვას სიტყვაზე დავადნობ
შეიცვალა სულის მტერი
მახვილი აქვს “მწვანე ფერი”

არ ყოველი სიტყვა ფასობს
თუმც უდებდეს შინა არსი
ყველა ლამაზ სადარბაზოს
არ სტუმრობდეს უფლის დასი

დღესაც გვიქნევს ხმალს ბოროტი
ხედავს მხოლოდ “მხნე” და ბავშვი
მტერს შეიცნობ შავ-ბოლოთი
მგელი ცხოვრობს ცხვარის ტყავში

დატკბი ღვინო! მოკვდი მტერო!
სულს ჩასძახე სიტყვა სუფრის
აღსდექ ერო,ბედნიერო!
იბერიავ! ძღვენო უფლის

მარაბდის ომი (ამბავი მეველე “ლაზარესი”)

21 Mar

ქართველნო! გესმიით! გიამბობთ!
ამბავსა მწუხრად ნადებსა,
უფლის გზა გავიზიაროთ
სული მოვფინოთ ნათელსა.

თასით ვადიდოთ უფალი!
ვაჟკაცთ სულსაც რომ ჰფარავდა,
სიკვდილით “გარდაუვალი”
მოიფინება მარაბდა.

ისმინოს! ვისაც ყური-აქვს
ცოდნას გაუხსნას გული
კეთილით სძლიოს შურიანს
ხმლად მოიმარჯვოს ენა-ქართული!

ჰპოვოს მედგრობის და სათნოების
მადლით მორთული მიზანი
ხორცის დიდებას ვინც არ მოელის
ერ-მაცხოვარიც ის არის!

ჰყვება ამ ამბავს მეველე გლეხი,
სახელი მისი ჰგვანებს “ლაზარეს”
“არ შეაშინებს ქართველს ქვემეხი”
“არ დაუჩოქებს სიკდილს საზარელს”

ლაზარე არის ქართული სული
ოდეთგან ყოფილ წერილის არსი
გახსოვდეთ ჩვენი წმინდა წარსული
იბერთა მოდგმა და “შინაარსი”

*** ნაწილი 2 (მტერი) ***

მოაკლდა ქარი მთა-მინდორ-ველებს
აწვა მთიბათვეს სიცხე და ხუთი.
დაუდგათ მძიმე წელი ქართველებს
ათას ექვსასი და ოცდა ხუთი.

მირკანის თვეში დამარცხებული
გაშმაგდა მტერის მეობა
ალგეთს მოადგა ყორჩიბაშ-ხანი
დრეკდა ველსა და ხეობას.

ფართოდ გაშალა მტერმა კარვები
მდინარის პირას ქედს მოაფარა
აააგო დაცვის გრძელი სანგრები
და ზარბაზნები გადმოაფარა

მდინარის ვიწრო-მოგრძო ნაპირი
ღულამებს გაუმაგრია,
მათ გვერდით თოფებ-ნაკიდი
დგას შაჰ-აბასის არმია.

ხუთას ითვლიდა არტილერია
გადაწვენილი ფლანგებს
ათი-ათასი მუშკეტერი და
მეთოფე უჯდა სანგრებს

იდგა ასევე, აქლემთა რაზმი
ღულამთა ორი ათასეული
სამი ათასი მეშვილდე სპარსი
გამოწვრთნილი და გადარჩეული

ბანაკი ველზე ჩამოესახლათ
დაობდნენ მზაკვრულ “გეგმაზე”
ყორჩიბას სურდა ჩამოესხათ და
დალოდებოდნენ ბეგლარბეგს

*** ნაწილი 3 (საქართველო) ***

უმალ გავარდა ხმა სამეფოში
მტერი მოადგა ქართლის ნაპირებს
სისხლ შეღებილი ქორალის დროშით
ოვერთა მთებზე ბოგინს აპირებს

გზად გადაგათელა ტყე და მიწები
სულ-აგებული დალეწა კარი
სამშობლო სულის, არდამიწების,
ერთიანობის,გუგუნებს ზარი

კიკეთის მთებში თვლემს მხედრიონი
მთიბათვის ბოლო რიჟრაჟი დგება
ივერთა ხუთი ბატალიონი
“ბრძოლის ყიჟინის” – ბილიკს ადგება

ოცი ათასი რჩეული ვაჟი
სამშობლო დედას აბარებს სინდისს
შეჰფიცავს უფალს – მარჯვენით ცაში
ან გამარჯვებას! ან მედგარ სიკვდილს!

ოფლით გაჟღენთილ ხეობის გზაზე
აცილებს შვილებს სამშობლო კალთა
ლოცვით გამოვლის კიკეთის მთაზე
ისმის გალობა ანგელოზ ქალთა.

ერთად დგას გლეხი და მოურავი
მეციხოვნეთა მედგარი რაზმი
ტაძრეულელი და ციხისთავი
მერანთ-მხედარნი, აბჯარ-ნაკაზმი

ძმა თევდორესი,მამაო ივერთ
საჭურვილ სხმულად – დანი, დედანი!
ამხედრებულან აზნავაკ იჩქერთ
ქრისტიანობის მცველი მხედარნი

იცავს სამშობლოს დიდი, პატარა
საუკუნებრივ საჭურვილს ისხავს
მოხუც,დიაც და ბავშთა ამარა
სამშობლო გლოვის სუდარას იცვამს

გულის სიმტკიცეს ულოცავს შვილებს
გორდას უქონავს მშობელი ხელნნი
თამარის დროშას ააფრიალებს
ცხრა-ძმა ვაჟკაცნი ხერხეულთ-ძენი!

დროშა არ დასცეთ მიწას შვილებო!
უფალს მიაპყრეთ ზე-აღმართული
ალგეთს, დაზრდილო ძეო გმირებო!
არ შეარცხვინოთ, სული ქართული

ყურძნის ნაჟურით დანამულ მიწებს
ეხახუნება ხმალი, აბჯარი
ღიღინ ღიღინით,უფალს ადიდებს,
მტერ მანგრეველი! ივერთა ჯარი:

“გვესმის ზეციდან ნიავი მშვიდად”
“რომ გვეგებება სულად ქართული”
“უფლის სიყვარულს მოვჭიმავთ მშვილდად!”
რწმენა აბჯრად გვაქვს შემოქარგული!”

“ამოდი მზეო , გაგვითბე გული!”
“დედაო ღვთისავ სამშობლო გვიხსენ!”
“შენთვის ლოცვა გვაქვს გადამალული!”
“და მივუყვებით გზას მარაბდისკენ”

—————

რიჟრაჟს მოადგა მკათათვის პირი
ცვარის ბურუსით აღელდა ველი
გაჰკვეთა ცისკრის ვიწრო ნაპირი
და შემოლეწა შიშის სარკმელი

შემოაფრინდა ალგეთის ველებს
ვით სანადიროდ მქროლავი ორბი
უმუზარადოდ მხედრობს ქართველებს
დევ-სააკაძე, დიდი, გიორგი!

დასჭექა შახის ყველა ქვემეხმა,
მეთოფეების ოთხმწკრივა ხაზმა
მიწა შეაკრთო ბრძოლის ქელეხმა
ტყვიის ნაკადმა, ველი გაფასრა

ტყვია ვერ დასცემს ქართულ სიმტკიცეს
ვერ გაატარებს მოჭედილ აბჯარს
სიმრავლე ნურას სჯობდეს სიმცირეს
როცა უფალი თან ახლავს ხანჯალს

შემოიფარეს მხედრებმა ფარი
შეუდრეკელად დაეცნენ სანგრებს
დაანაკუწეს მტერის აბჯარი
რისხვა მოჰგვარეს გატეხილ სარდლებს

წამოეწია მხედრებს ლაშქარიც
აღათანგ უძღვის ქართველთ იერიშს
ძვალ-მანგრეველი ელავს ლახვარი
ციციშვილისა და ჯანდიერის

ეკვეთა დრაკონს ლომი ქართული
გორდით გაუპო უღმერთო გული
დანგრეული და მიმოფანტული
დაეცა შავი დროშა სპარსული

რომ შემოადნა  სიცხე შუადღეს
შიში დაეტყო მტრის წინა ხაზებს
ჰკვეთავს “გიორგი” ლახტით შუა-მტერს
ხანჯლით უკაფავს კისერს თავკაცებს

აჰჰა! გაიქცა შახის არმია
კუდმობზეკილი ტყეს მოეფარა
ნაკრებ ნარჩევი ღულამთ გვარდია
ქართველთა რისხვას მიმოეყარა

თუმცაღ, მტერია ყორჩიბაშ-ხანი
შვენის მეომრის ვაჟკაცი გული
არ თმობს, არ მირბის ამდენიხანი
მზაკვრული სვლა აქვს გადანახული

და როცა, ცისკარს ესტუმრა ბინდი
ივერთ მარვენას დაეტყო დაღლა
დამხმარე ჯარის მოსჩანს რაინდი
“შახ გელდი”-ს მწარედ, კივის, ხმამაღლა

სულზედ მოუსწრო ყორჩიბაშს ცნობა
შემოწეული შახის ლაშქარი
გაუათმაგდა ბრძოლის მეობა
ტყიდან მოიხმო დაშლილი ჯარი

ეჰჰჰ, ვერ გაუძლო ქართულმა ხმალმა
ბეგლარბეგ ხანის გვიან მოსწრებას
მტერი გუგუნებს, კივის ხმამაღლა
ალყით აპირებს ბრძოლის მოგებას

თავს დასტრიალებს მინდორს სიკვდილი
ვაჟკაცთა სულებს ზეცას აბარარებს
არ დაივიწყებს ქართველი სინდისს
სიკვდილს სიმღერით გადაატარებს

სტვენს და ყიჟინებს ომის საყვირი
უღმერთოდ აპობს აბჯარს ისარი
არ ნებდებიან, ეს-გასაკვირი
ალგეთს დაზრდილნი ლეკვნი მგლისანი!

აგეერ! დასჭექავს დაჭრილი გლეხიც
ოდეთ დაწერილ სიტყვას, ლაზარესს:
“არ შეგვაშინებს ირგვლივ ქვემეხი”
“არრრ დავუჩოქებთ სიკვდილს საზარელს”

სისხლიან ნისლში, კვლავაც ფრიალებს
გორგასლიანი დროშა ქართული
ხერხეულიძე, ცხრა, დასტრიალებს
რომ აღასრულონ სიტყვა დათქმული

და გაიელვა დროშების ქარმა
მარაბდის ველზე დაჰკრა ზანზარი
სიკვდილს მოჰხვია ივერთა ჯარმა
სულისკეთების წმინდა ხანძარი

მძმედ დაჭრილნი სპარსის მახვილით
ალგეთს არ სთმობენ ბებერი მგელნი
სიკვდილს  ხვდებიან ღრმა შეძახილით
ჩოლოყაშვილნი და მაჩაბელნი.

წამს დაეწია წამი ტვყვიების
სისხლის ცრემლებით ტირის ბალახი
ტყვიამ მოუსწრო გადამთიელის
მატარებელსა, წმინდა ბავრაყის

ერთობ, არ შედრკა მედროშის გული
მომაკვდავ ტანში სული გამეფდა
ააფრიალა დროშა ქართული
და სალაღობო ჰანგზე ამღერდა

“არ გაიცვლება მერანი ხბოზე
სულს ვერ დაანგრევს უცნობი სიტყვა
თუკი ვიდგებით სადარაჯოზე
აგვისრულდება საერო მირქმა”

სადარაჯოსკენ მორბის ვაჟ-ქალი
დაჭრილ დევკაც ძმას, და ენაცვლება
კვლავაც უტეხად ღმუის ლაშქარი
“ან სიკვდილი და ან გამარჯვება”

….
უცებ სიმშვიდე ესტუმრა ბურუსს
წამით გაჩერდა ნიავის ქროლვა,
ალგეთის ლეკვებს, ოფლით დაფარულს
ყრუდ შემოესმათ ჩახმახთა თრთოლვა

შავი ღრუბელი მოსწყდა ნაპირებს
გამოჰყვა ტყვიის ნაკადსა…
ქართული მიწა, მომაკვდავ შვილებს
უმღერდა იავნანასა

დასტირის ცვარის ცრემლებით
ლოცვას უგალობს სიონი
ამაყობს არაგველებით
ბებერი კავკასიონი

ამაყობს ერის მეობით
მამაცი გულის ძგერით
სიმტკიცით და გამძლეობით
ენა-მამულის რწმენით.

—-

დღე გაქრა თვეში, თვე კიდევ წელში,
ასს მოემატა  ხუთი სათვალე
ზღაპრულად ლამაზ დაგრეხილ ხევში
კვლავაც ღიღინებს გლეხი ლაზარე

პური, ყაყაჩო,  სიმინდი,ქერი
კვლავ ეფინება მარაბდას უხვად
ვითარც ვაჟკაცთა სულის ნამქერი
სამარადისო გმირობის მწუხრად

დილას ჯეჯილის სუნი აღვიძებს
ქარიც სულმნათად თამაშობს, ანცად
და ხშირად ესმით მოგრძო ნაპირებს
სიმღერა, ერის  უცნობ ანდაზად:

სისხლით დავნამავთ მოფენილ ჯეჯილს
ალგეთს დავზვერავთ ქართლის დევებით
კვლავაც შევსწირავთ სისოცხლეს – კეთილს
მარაბდის ველზე განვესვენებით

კვლავაც იფეთქავს სული ამაყი
ხორუმს დასჭექავს “ერის-სიონი”
მარად გვედგმება ფეხზე ჩახმახი
რომ დავიფაროთ კავკასიონი

მადლით მოსხმული მტევანი ვაზის
ნუ ჰგეგონებათ უბრალო ხილად
ის ნაჟურია “აღათანგ ვაჟის”
ამოხეთქილი სულის ძახილად

აქ განისვენებს მუხრან ბატონიც
დურგალი სოსო,- ფალავანის-ძე
წუთსოფელის სულში გამტოლნი
მედროშე ცხრა ძმა ხერხეულიძე

—-

ესარს,  ამბავი ძველი მარაბდის
თუმცა აზრია ერის-“ყოველი”
ნათელს ვაკურთხოთ სული მარადის!
ლოცვით მოვფინოთ სვეტიცხოველი

თასით ვადიდოთ უფალი!
ვაჟკაცთ სულსაც რომ ჰფარავდა,
ერის სიმტკიცით, “გარდაუვალი”
რომ მოგვევლინა მარაბდა.

______

ფელიქს მენდუზა

5 Mar

არიქა მუზა მესტუმრა
იტყოდა ფელიქს მენდუზა
წავედი ბადრო დავწერო
და წარბით ზარი დავრეკო

პატივისცემით ფელიქს მენდუზა.

“ფელიქს მენდუზა” – გამოჩენილი ჩანახატოლოგი.

***

რავქნათ დღეს, რა გავაკეთოთ?
შეშა და მორი დავხერხოთ?

“ფელიქს მენდუზა -2”

***

წარბით ზარს რეკას მენდუზა
ღიღნებს ხასანბეგურას.

*** EXPLICIT! STAY OUT ***

აზრი დევს აზრში
კარაქი პურში
***** ნასკში
*** ყურში

განგრეული ვარ ჩეროში
შ*** ********* წვეროში

აბზაცების “რაკოვინა”

22 Feb

* * * ____________  ***

10 წლის შემდეგ მე დავბრუნდები
მთებს მოვეხვევი,მინდორს დავკოცნი
სამშობლოვ! შენსკენ გადმოვბრუნდები
და ჩემს სიცოცხლეს შენსკენ გავრტყოცნი

________________________________

***  თამაზის წერილი ბავშვობის სილამაზეს  ***

ბავშვობა რჩება მუდამ ლამაზი
ირემი,ცხენი,ვერძი,გავაზი
ჩვენი ცხოვრების უძირო თასი,
და სიყვარულის უწყვეტი ხაზი;
მუდამ უბილწო წმინდა, ლამაზი
“მიყვარხარ! უფალო!” –
შენი, თამაზი.

ნადირია და მაგიტომ…

22 Feb

მიჰყვება ფიქრებს, გუშინდელ აზრებს
მოგებულ ფულს და აქციის ფასებს
მიჰყვება ოქროს, ვერცხლს და ალმასებს
დიდებით ურთავს სულს ფიანდაზებს

იცის ფრანგული
იცის რუსული
ულვაშები აქვს გადატრუსული

პენსნე ოქროთი უელავს თვალზე
ბერეტი ლურჯი, დავარცხნილ თმაზე
ოქროს სიმბოლო ჯიბის ბაბთაზე
ამოქარგული შარვლის კალთაზე

სიგარით ხელში
მეშოკით მხარზე
მრისხანეთ ადის
დიდების მთაზე

თელავს მოხუცებს
თელავს ღარიბებს
სიხარბის თასით
ბოღმას არიგებს

თესავს სიძულვის
შურს და სიავეს
მზაკვრულ აზრებსაც
გაგიზიარებს

ამით ცხოვრობს და
ამით ნადირობს
სხვის დანაკარგზე
სვას და სადილობს

მაგრამ, მის მეტი არ იცის – რატოო?
სულმა დატოვა,
ეული
მარტო

ნადირია და მაგიტომ…