მტვრიან გზაზე მორბის ხარი
მძიმედ სუნთქვას ჩვენი გარი
ალესილი ხმლის წვეროზე
დაუმიზნა ცალი თვალი
მორბის მკაცრად, მძიმედ, მშვიდად
მოჰყავს შიში, ელვა, ქარი
დგება მტვერი, ელავს მშვილდი
ერკინება სიკვდილს ხარი
უცებ განზე დგება გარი
იღებება სისხლით ხმალი
საოცარი შემართებით
სიამაყით- კვდება ხარი,
ისმის ირგვლივ “გარი! გარი!”
გამარჯვების რეკავს ზარი
ოვაციის ქარიშხალი
ტორეადორია გარი!
Advertisements
კომენტარის დატოვება