როდის ჩადგება მღელვარე ქარი
როდის დამტოვებს ან როდის წავა
გვერდზე მდგომარე შველივით ქალი
გაჩერებაზე როდისღა ჩავა?
არა არ მინდა მე ღია კარი
არც უქარობა და არც გრიგალი
არ მინდა მშვიდი უტალღო წყალი
არც კედელი ან რკინის ჭის-კარი
მინდა რომ დარჩეს მღელვარედ – ქარი
ნურას დამტოვებს და ნუღარ წავა
მაგრამ ჩემს გვერდზე შველივით ქალი
გაჩერებაზე როდისღა ჩავა?
… გავიდა დრო …
აზრმა იპოვნა სიმართლის კარი
ტალღაც მოვიდა… მერე წავიდა
ეს მშვენიერი, შველივით ქალიც
გაჩერებაზე აღარ ჩავიდა
Advertisements
კომენტარის დატოვება